გაკვეთილის მთავარი თემა
|
ქრისტიანობის სახელმწიფო
რელიგიად გამოცხადება.
|
საგანი/პედაგოგი
|
ისტორია/ლეილა გოგიტაური
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
საბაზო /მე-9 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
25 -მოსწავლე/განსაკუთრებული
საჭიროების მიდგომების მოსწავლეები არ არიან
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
·
შეისწავლის
საქართველოში არსებულ რელიგიებს, ესმის, რომ ყველა რელიგია ჰუმანური
ფასეულობების მატარებელია.
|
გაკვეთილის მიზანი და
მისაღწევი შედეგები
|
·
ფაქტების
საფუძველზე ლოგიკური დასკვნების გამოტანა, არგუმენტირებული მსჯელობა.
ისტ.IX.6.
მოსწავლეს შეუძლია
მსჯელობა საქართველოში არსებული რელიგიებისა და მათი აქ გავრცელების ისტორიული მიზეზების შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აანალიზებს, თუ რა ცვლილებები განიცადა საქართველოში
წარმართობამ ქართლის სახელმწიფოს წარმოშობის შემდეგ (მაგ., მკაცრი იერარქიულობის დაცვა, ახალი კულტების
შემოტანა და სხვა);
·
აანალიზებს
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობას ქართული სახელმწიფოს
საგარეო ორიენტაციის განსაზღვრაში. მსჯელობს ქრისტიანობის როლზე ქართული კულტურის განვითარებაში და ქართული ეთნოსის განმტკიცებაში;
·
აჯგუფებს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო
რელიგიად გამოცხადების ხელშემწყობ და ხელისშემშლელ ფაქტორებს, მოიძიებს მათ ანალოგიას სხვა ქრისტიანული
ქვეყნების ისტორიაში;
|
წინარე ცოდნა
|
·
მოსწავლეები ფლობენ ინფორმაციას საქართველოში საზოგადოებრივი განვითარების
შესახებ 1-11
საუკუნეებში.
|
შეფასების საგანი და
პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან
წინასწარ შედგენილი შეფასების სქემის მიხედვით.
|
გამოყენებული სასწავლო
მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, რუკა, პლაკატი, ინტერნეტი, კომპიუტერი,
პროექტორი.
|
გაკვეთილის მსვლელობა
და მენეჯმენტი
|
კლასის ორგანიზება-2
წუთი
გაკვეთილის A ფაზა
გამოწვევა
აქტივობა 1.არსებული
ცოდნის გამეორება _ კითხვა-პასუხი-7 წუთი
1. როგორი იყო საქართველოს
პოლიტიკური მდგომარეობა მესამე-მეოთხე საუკუნეების მიჯნაზე ?
2. რა დროიდან ვრცელდება
ქრისტიანობა საქართველოში?
3. რა ვიცით წმინდა ნინოს
პიროვნების შესახებ?
გაკვეთილის B ფაზა-ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა 2. მინი ლექცია-8
წუთი- ვსაუბრობ თუ რა ცვლილებები განიცადა
საქართველოში წარმართობამ ქართლის სახელმწიფოს
წარმოშობის შემდეგ, ქრისტიანობის როლზე ქართული ეთნოსის განმტკიცებაში, გამოვყოფ
ხელშემწყობ და ხელისშემშლელ ფაქტორებს, ვაანალიზებთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად
გამოცხადების მნიშვნელობას ქართული სახელმწიფოს საგარეო ორიენტაციის განსაზღვრაში.
ამ ნაწილს თან ერთვის
ელექტრონული ვერსია 3 წუთი
აქტივობა 3. ინფორმაციის
ორგანიზება-ჯგუფებში მუშაობა.
მასწავლებელი ანაწილებს
საკითხებს-8 წუთი
1 ჯგუფი- საქართველო-ღვთისმშობლის
წილხვედრი ქვეყანა.
2 ჯგუფი-მოციქულები და
საქართველო.
3 ჯგუფი-ქართული და უცხოური
წყაროები გაქრისტიანების შესახებ.
აქტივობა 4.-ჯგუფები
ახდენენ ნამუშევრის პრეზენტაციას-10 წუთი
C
ფაზა-რეფლექსია
მოსწავლეები პასუხობენ
გაკვეთილის მთავარ კითხვებს _ 3 წთ.
-რა დადებითს ხედავთ
იმაში, რომ საქართველო სხადასხვა რელიგიური ჯგუფით არის დასახლებული.
-რით იყო მნიშვნელოვანი
მოციქულთა ეპოქა ქრისტიანობის გავრცელებისათვის?
-რამდენად მნიშვნელოვანია
,,სასწაულის“ფენომენი გაქრისტიანების პროცესში?
მოსწავლეები ახდენენ
თვითშეფასებას-2წუთი.
მასწავლებელი აფასებს
მოსწავლეებს და აძლევს საშინაო დავალებას მოიძიონ ისტორიული წყაროები-2წუთი.
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment