სასწავლო პროექტი

1.პროექტის სახელწოდება: ჯუმათის მამათა მონასტერი.

2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები შეისწავლიან მონასტრის ისტორიას, მისი აშენების თარიღს, მონასტერთან მისასვლელ გზებს.

3.პროექტის აქტუალობა: ისტორიული კვლევის სიძველეების შესწავლისადმი ინტერესის გაღვივება.

4.პროექტის მიზნები: მოსწავლეების დაინტერესება სიძველეების შესწავლით, ელექტრონული პრეზენტაციის მომზადება, ექსკურსია ჯუმათის მონასტერში.

5.მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი.

6.ვადების ხანგრძლივობა: 2 კვირა

7.მოსალოდნელი  შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების და კვლევის უნარი. შეძენილი ცოდნა იქნება უფრო ღრმა, კვლევის ეტაპი საინტერესო და პროდუქტული.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  კომპიუტერი, ციფრული აპარატი, საკანცელარიო ნივთები.  
                                                                                          
9.პროექტის მსვლელობა:

აქტივობა 1.საპროექტო თემის შერჩევა, ინტერნეტის საშუალებით მასალის მოძიება.

აქტივობა 2. საპროექტო ჯგუფის შექმნა და დავალებების განაწილება.

აქტივობა 3 ელექტრონული ვერსიის მომზადება.


აქტივობა 4 _ შეფასება

კრიტერიუმები
1-4 ქულა            
5-6 ქულა          
7-8 ქულა          
9-10 ქულა
ორგანიზება    
სუსტად ორგანიზებული, არ არის იდეებს შორის ლოგიკური კავშირი.
გააზრებულია თანმიმდევრულობა, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი, ზოგი გაუგებარი.
კარგადაა გამოკვეთილი მიზნები, მარტივად აღსაქმელია.
კარგადაა ორგანიზებული ფორმატი, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას.
კვლევა           
კვლევა არაეფექტურადაა დაგეგმილი, გამოყენებული წყაროები არ არის   სანდო.
კვლევა დაგეგმილია, მაგრამ ჯგუფის  პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული.
კვლევა არის დადებითი, ეფექტური.
გამოყენებულია არა ერთი წყარო; ანალიზი სიღრმისეულია.
თვალსაჩინოება 
თვალსაჩინოება შინაარსთან შეუსაბამოა.
თვალსაჩინოების კავშირი შინაარსთან ნათელია, მაგრამ ერთფეროვანია.
მრავალფეროვანია 
შინაარსის შესატყვისი, გამორჩეულად შესრულებული.
კავშირი საგნებთან.
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში.
მოსაზრებები დაკავშირებულია ერთი ან ორი საგნიდან მიღებულ ცოდნასთან.
ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან.
სხვადასხვა საგნიდან მიღებული ცოდნა მიუთითებს ჯგუფის მრავალი მიმართულებით კომპეტენტურობაზე.
დასკვნები
არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები.
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ არის მკაფიო.
დასკვნებში არის სიახლე (ორიგინალობა), თანმიმდევრული და დალაგებული.
დასკვნები ლოგიკურია, კავშირი იგრძნობა კვლევასთან, ისინი მკაფიოდაა ჩამოყალიბებული.
პრეზენტაცია
ეფექტურად არ არის წარმოდგენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა.
მიზნობრივად არ არის გამოყენებული თვალსაჩინოებები, ბუნდოვნად აყალიბებს პროექტის არსს.
ნათლად ჩამოყალიბებულია პროექტის არსი,
მკაფიო მეტყველება, ძირითადი იდეები გაშლილია, იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:     
      
ისტ.10./2. მოსწავლეს შეუძლია ისტორიის დამხმარე დარგებზე მსჯელობა და მისი სპეციფიკის განსაზღვრა.

ისტ.10.3     -მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა სხვადასხვა ეპოქაში ისტორიული აზრის განვითარების პროცესზე.

ისტ.10.7
           -მოსწავლეს შეუძლია ისტორიული კვლევის დაგეგმვა და ჩატარება.

11. პროექტის ხელმძღვანელი: ლეილა გოგიტაური.

12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: gogitaurileila@gmail.com


No comments:

Post a Comment